რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი) საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 3 წლის გოგონა სახლში როტვეილერის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა.

ჩვილი დედამ საავადმყოფოში მომაკვდავ მდგომარეობაში თავად მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

35 წლის ქალს, დაუდევრობისა და ჩვილის საფრთხეში ჩაგდების ბრალდებით პატიმრობა ემუქრება.

მეზობლები ყვებიან, რომ მათ როტვეილერი სახლის აივანზე შენიშნეს, რომელიც ცოტა ხანში ბავშვის ოთახში შევიდა, ჩვილი აივანზე გამოათრია და იქვე დაგლიჯა.

თვითმხილველების განგაშის შემდეგ, ძაღლს ბავშვი დედამ გასმოტაცა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ჩარევა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×