მარიამ ბოლქვაძე
27.09.2019

 „სალომე ზურაბიშვილის მიერ მორატორიუმის გამოცხადება ერთ რამეზე მიუთითებს - ეს არის შეწყალების პუნქტის ვერგააზრება, როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ხარვეზიანი მუშაობა სხვა პატიმრების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას იურისტმა კახა კოჟორიძემ.

იგი აცხადებს, რომ მისთვის, ამ შემთხვევაში, მორატორიუმის გამოცხადება მიუღებელია, რადგანაც თუ ზურაბიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება თავისი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციით მიზეზით მიიღო, ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება, პატიმარი, რომელიც ლეგიტიმურად ელოდება შეწყალების უფლების განხორიცელებას და იმსახურებს კიდეც ამას, სახელმწიფომ და პრეზიდენტმა რაიმე შეცდომის გამო, გვერდზე გაწიონ.

„მორატორიუმის გამოცხადების გამო სალომე ზურაბიშვილს არანაირი - არც სისხლის სამართლებრივი და არც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება. სასამართლო მას სანქციებს ვერ დაუწესებს, რადგანაც კონსტიტუციაში პირდაპირი ვალდებულების მუხლი, რომ პრეზიდენტი ვალდებულია შეწყალებები განახორციელოს, ჩამოყალიბებული არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა. 

„ხოლო თუკი შეწყალება კორუფციის საფუძველზე განხორციელდა, ეს სხვა მოცემულობაა - ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და მას შესაბამისი ლოგიკური სასჯელიც მოჰყვება,“ - აღნიშნა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. პარასკევს კი უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ პატიმართა ჯგუფი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, რადგან, მათი თქმით, შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მათ კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×