(რეზონანსი)სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქზე წერს:
"საყვარელო მეგობრებო, ადამიანებო, ჩემთვის მიუღებელია პირადი ცხოვრების აუდიო-ვიდეოთი არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ წამოძახებაც კი!!!
დარბაზში მსხდომი კაცების ადგილას, მე, ეკა ბესელიას არ დაველოდებოდი, იქვე ავცხებდი "პადლეცს" ხელუკუღმა ზარდიაშვილს!..
საერთოდ არ მაინტერესებს ამ სიტუაციაში ვინ ვისკენ იყო და არის, რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას მიეკუთვნება, ან რა საკითხი ირჩეოდა , ყველაფერი მეასეხარისხოვანია!!! თავიდან არც დავიჯერე, რომ წამოაძახა, მაგრამ კიდევ უარესად გააგრძელა ჭორაობა-ჭორაობით... სინანულიც კი ვერ დავინახე, ვერც კი მიხვდა რა დააშავა, სწორედ ეს არის კატასტროფა!.. ეგეთი ტიპებისგან გამოდიან მერე მეგისფიქჩერსებიც და სადისტი სააკაშვილებიც...
ვააჰ, რა მაგრები ხართ? მოერიეთ ადამიანს, რომელსაც ვიღაც უკანასკნელმა ნაძირალამ რაღაც გადაუღო?! და გგონიათ რომ თქვენ რამით განსხვავდებით იმ ნაძირალასგან, როდესაც "საქმეში იყენებთ " მის კადრებს და ადამიანს წამოაძახებთ, რომც იმსახურებდეს თქვენი "გაგებით"?!.
ვაი, თქვენ და ვაი, ჩვენს პატრონს?!.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე