რეზონანსი
27.09.2019

 (რეზონანსი)ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალი 178-ე, ძარცვის მუხლით აქვთ წაყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

ცნობისთვი, 23 სექტმებრეს, ვარკეთილში 16 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×