(რეზონანსი) აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი სამოქალაქო სექტორისგან მხარდაჭერას ითხოვს და მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე ღიად ლაპარაკობს.
მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი, სოფო ჟღენტი:
„ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს მაუწყებლის დაკარგვის დიდი საფრთხე და საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი და არა ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მაუწყებელში, ან თვალები გავახილოთ, დავინახოთ, რომ ვკარგავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე ვერ მიკარნახებს, რა გავაკეთო, მაგრამ აქ რომ დავრჩეთ, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება გარედან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ვერ შეძლოს ჩვენი მიმოფანტვა. ამიტომ კეთილი ინებონ და მტყუან-მართლის და ერთი ადამიანის სიტყვის თავისუფლების გარანტად გამოცხადების ნაცვლად ხმა ამოიღონ და სასამართლო გადაწყვეტილებას სახელი დაარქვან".
რადიო თავისუფლება