რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) ქართველმა მოციგურავეებმა წყვილებს შორის ასპარეზობაში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს. იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 142, 05 ქულით, ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთიდან გამოცდილი წყვილების შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევ, როდესაც საერთაშორისო ტურნირზე ქართველ მოციგურავეთა წყვილმა იასპარეზა.

სწორედ ამ ეტაპის შედეგები იყო გადამწყვეტი, 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×