რეზონანსი
28.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულისთვის, 2 პირი: 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს.

„დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი" და ,,კოკაინი" ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკის" 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×