ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას „უადგილოს" უწოდებს და 20 ივნისის „გავლილოვის ღამესთან" დაკავშირებით, ყოფილი შს მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„გიორგი გახარიას ქმედება იყო სწორი და დროული. ეს კომენტარები უადგილოა. რაც გახარიამ გააკეთა, ეს იყო სწორი და მართებული, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იმ დროისთვის; მან ქვეყანაში აღკვეთა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო - სახელმწიფო გადატრიალება", - განაცხადა შოთა ხაბარელი.
ცნობისათვის, გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველთან" საუბრისას გიორგი გახარია გააკრიტიკა და განაცხადა: „გიორგი გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი."
კვირიკაშვილი აზრით, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უნდა დაეტოვებინა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, ის თავს შეიკავებს იმის შეფასებისგან, როგორი პრემიერი იქნება გახარია.