(რეზონანსი)სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია.
„ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია უზრუნველყოფს საცხოვრებლით.
მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო რომ იყოს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება", - განაცხადა კახა სამხარაძემ.
ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია დღეს მოხდა.
წყარო: 1TV.ge