(რეზონანსი)ვარკეთილში იმ კორპუსის მცხოვრებელები, საიდანაც ცოტა ხნის წინ ევაკუაცია მოხდა, აცხადებენ, რომ მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, მათ კორპუსს ავარიულობის ხარისხი განესაზღვრა. კერძოდ, ერთ-ერთი მცხოვრებლის განმარტებით, მათ განუცხადეს, რომ 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოს მესამე კატეგორიის, ხოლო მეშვიდე სადარბაზოს მეორე კატეგორიის დაზიანება აქვს.
ამ წუთებში მერიის შესაბამისი სამსახური კორპუსში გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ისინი კიბის უჯრედებს ამაგრებენ.
როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოს ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, თუმცა გამაგრებაზე უარს ეუბნებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დღეს მეორე სართულის საცხოვრებელი სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო.
ამასთან, სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის ინფორმაციით, კორპუსი გამაგრებას ექვემდებარება და მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.