
მაია ასათიანი საკუთარ გუნდთან ერთად რუსთავი 2-ზე რჩება და პროფილის ახალ სეზონს იწყებს. მას სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა, რადგან გვარამიას არხზე ყვითელი ფორმატის გადაცემები საერთოდ არ იქნება.
„მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე! მე მახსოვს ბრეჟნევის სურათი ჩემი სახლის წინ და ტანკები ჩემი ბავშვობის ქუჩაზე. მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე, სადაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. დღეს თავისუფალი ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. ყოველთვის, ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ, რომ ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.
მე ვარ მაია ასათიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ!“ - ამბობს მაია ასათიანი, რომელიც განახლებულ „პროფილში“ ახალი იმიჯით დაბრუნდა.
თოქ-შოუ „რუსთავი2“-ზე ეთერში ისევ ხუთშაბათს გავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე