რეზონანსი
29.09.2019

  „ფორსაჟის" პირველი ნაწილის რეჟისორს რობ კოენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სტატიას ამის შესახებ The Huffington Post-ი წერს.

მედიის ცნობით, რეჟისორმა 28 წლის ქალზე 4 წლის წინ იძალადა. ქალი რეჟისორს ახალი სატელევიზიო პროექტის განსახილველად შეხვდა, რეჟისორმა კი ის დაათრო და მსხვერპლის უმწეო მდგომარეობით ისარგებლა.

ორი წლის შემდეგ ჯეინმა რეჟისორს მისწერა და გამოუტყდა, რომ კოენმა მას „იმ ღამით ტკივილი მიაყენა", რაზეც კოენმა უპასუხა, რომ ძალიან წუხს მომხდარის გამო.

ახლა რობ კოენი ამბობს, რომ ბოდიში პროექტის შესრულებისთვის გამოწერილი დაბალი ჰონორარის გამო მოიხადა.

კოენი და მისი ადვოკატები ბრალდებებს არ ეთანხმებიან და ცილისწამების შესახებ სარჩელს ამზადებენ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×