რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მე-6 კლასელ ბავშვზე, რომელსაც პედაგოგი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მოზარდი და მისი დედა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ამის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს თანაკლასელთა უმრავლესობა სხვა კლასში გადავიდა.
„საოცრად აგრესიულია ბავშვიც და დედაც. ემუქრებიან მშობლებს, ეს ბავშვი ცემს ყველა თანაკლასელს, ამ წელს ყველა მშობელმა სხვა კლასში გადაიყვანა ბავშვი, 10 ბავშვი დარჩა კლასში, განათლების სამინისტრომ გაათავისუფლა დირექტორი, მიზეზი იყო ის, რომ ვერ მართავდა სასწავლო პროცესს ისე, რომ მსგავსი ფაქტები აეცილებინა.
ახალი დირექტორი ზუსტად იგივე მდგომარეობაშია, მასწავლებლები უარესში. ამ ბავშვის დედა საზოგადოებისთვის საშიშია, და დილიდან საღამომდე არის სკოლაში, ბავშვებსა და მშობლებს ემუქრება" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგი ანა წიქარიშვილი ამბობს, რომ გოგონა ბოლო პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.
რუსთავში მე-5-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლემ კიბიდან დააგორა ისევ კლინიკაში რჩება.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი