რეზონანსი
29.09.2019

 

16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეში „რუსთავი2"-მა ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება იმ ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელმაც სახურავიდან გადმოვარდნილი მოზარდის ცხედარი პირველად ნახა.

მოწმის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებოდა.

„დაახლოებით 19 საათსა და 20 წუთზე გამოვედი ბინიდან. ჩავედი კორპუსის პირველ სართულზე, მივდიოდი მაღაზიაში. გავედი მეორე სადარბაზოდან და სანამ მესამე სადარბაზოს გავცდი, ჩემს წინ, დაახლოებით 1 მეტრში, დავინახე პიროვნება, რომელიც დაეცა სახით ასფალტზე და ჰქონდა ძლიერი დაცემის ხმა. მე ზევით არ ამიხედავს. როდესაც მიუახლოვდი და შევხედე, აღნიშნული პიროვნება იყო ჩემი შვილის თანაკლასელი. ის არ ინძრეოდა და ჰქონდა ძლიერი სისხლდენა. მალევე დავრეკე 112-ზე, გამოვიძახე სასწრაფო. აღვნიშნავ, რომ კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-9 სართულზე, სახურავზე ასასვლელი კარი არ იკეტება და მეც ხშირად შემინიშნავს ადამიანები, რომლებიც სახურავზე იმყოფებოდნენ. თუმცა რისთვის, უცნობია", - ამბობს მოწმე ჩვენებაში.

16 წლის არასრულწლოვანი ვარკეთილში მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს საეჭვო ვითარებაში გადმოვარდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ექვსი პირია დაკავებული. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, გამოძიებას დაემატა კიდევ ერთი, სსკ-ის 178-ე, ძარცვის მუხლი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×