რეზონანსი
29.09.2019

(რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილების პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×