რეზონანსი
29.09.2019

(რეზონანსი) ინდოეთში კოკისპირულ წვიმას და ძლიერ ქარს სულ ცოტა 42 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში კი სეზონურმა უამინდობამ ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში 350-ზე მეტი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშის კატასტროფების მართვისა და დახმარების განყოფილების პრესსპიკერის განცხადებით, ძიერი წვიმის გამო დაინგრა სულ ცოტა 29 სახლი. ასევე ოფიციალური უწყებების განცხადებით, რამდენიმე ადამიანი ავტომობილზე ხის დაცემის შედეგად დაიღუპა. 

მუსონური სეზონი ინდოეთისთვის დამახასიათებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური და ეკონომიკური ზარალი ახლავს თან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×