რეზონანსი
30.09.2019

 რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის დედა აცხადებს, რომ მასწავლებელი, რომელიც მის შვილს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ცრუობს. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5 საჯაროს სკოლის ყოფილ დირექტორს არსენ დემეტრაშვილს და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, "ინფო რუსთავის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში არსენ დემეტრაშვილი და მშობელი მის შვილს ცილს სწამებენ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლის უკონტროლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს, ასევე მშობლის ბრალდებაზე, გოგონას მხრიდან მოსწავლეებისთვის ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×