რეზონანსი
30.09.2019

 რუსთავის #5 საჯარო სკოლის ეზოში მშობლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლიდან მე-6 კლასის მოსწავლის წასვლაა. საუბარია გოგონაზე, რომელის სახელიც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს. მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვი სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

აქციის მონაწილეების უმრავლესობამ დღეს სკოლაში შვილი არ გამოუშვა. ხოლო ისინი, ვისი შვილიც გაკვეთილეbს ესწრება, ამ დროისთვის ბავშვების სკოლიდან გამოყვანას ცდილობენ. მათი თქმით, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ოფიციალურ პირებთან გასაუბრებას არ შეძლებენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მე-6 კლასელის დედასა და აქციის მონაწილეებს შორის. 

"ინფო რუსთავის" ცნობით, ამ დროისთვის სკოლა დაატოვებინეს მოსწავლეს. გოგონა ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. აქ იმყოფება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ შეწყვეტილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×