რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა ადვოკატზე უარი განაცხადა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა, რომ ძმა უყვარს და სოცოცხლის ბოლომდე ეყვარება.

"არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება",- ასე უპასუხა მოსამართლის კითხვას ადვოკატის შესახებ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა.

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ზუგდიდში მკვლელობა 27 სექტემბრს მოხდა. გვიან ღამით, სასაფლაოზე ძმამ ძმა მოკლა.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×