რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის".

მისი თქმით, ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო და ეს ტენდენცია მზარდი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ახლახანს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოქვეყნდა და აგვისტოში "საკმაოდ მაღალი, 5.8% ზრდა. 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით, ეს ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს".

"ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დროდადრო არის გამოწვევა განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პროცესით. არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს. აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტენდენცია გამყარების დაიწყო", - განაცხადა ნათია ნურნავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×