რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის პრესსპიკერმა საქართველოს ნაკრებსა და ქართველებს, საქართველო-ურუგვაის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვის გამო ბოდიში მოუხადა.

„გულწრფელი ბოდიში გვინდა მოვუხადოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოდან შექმნილი უხერხულობისთვის. აღნიშნული შემთხვევა საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად განვიხილეთ და გვინდა გითხრათ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს.

საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ, მომღერლის გვარის გამო, ქართულ სიმღერად მიიჩნიეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×