რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დაპირისპირების განეიტრალების მიზნით ჰაერში ერთი გასროლა განახორციელა.

შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×