,,ვისოლის” ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურში შეძენილი ნავთობპროდუქტებისა და ,,სმარტში” შეძენილი პროდუქციის თანხის გადახდა ერთ სივრცეში, ზედმეტი დატვირთვის გარეშე იქნება შესაძლებელი. „ვისოლმა“, „სმარტთან“ ერთად, ოქროყანაში სრულიად ახალი ტიპის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა.
ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ მცირე ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და საჭირო პროდუქტების არჩევანს სთავაზობენ. „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს თან ერთვის გადახდის მოსახერხებელი ფორმაც. ავტოგასამართ სადგურზე სასურველი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას მომხმარებელი „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად, ორმაგი დატვირთვის გარეშე ახერხებს.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა.
,,სმარტის” გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, კომპანია კიდევ რამდენიმე მულტიფუნქციურ სადგურს შესთავაზებს მომხმარებლებს.
,,მინდა "ვისოლისა" და "სმარტის" მომხმარეებელს მივულოცო დღევანდელი დღე, ოქროყანაში ახალი ობიექტის გახსნა. ეს არის, ახალი კონცეფციის მულტიფუნქციური სადგური, სადაც წარმოდგენილი იქნება იქნება როგორც ,,ვისოლის” მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტები, ასევე უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. რაც მთავარია, ფუნქციურად ერთ ადგილას "სმარტში" შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა როგორც საწვავის, ასევე იქვე შეძენილი პროდუქტებისათვისაც. მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა "სმარტში" ყოველდღიურად ახალგამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმის შეიძინოს და უგემრიელესი იტალიურ ყავაც დააგემოვნოს, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ობიექტებში.
გვინდა, რომ მსგავსი ობიექტები განვავითაროთ. ვფიქრობთ, მომხმარებლისათვის ეს ბევრად ხელსაყრელი და კომფორტულია. ამიტომ ვგეგმავთ შევქმნათ ამ ტიპის რამდენიმე სადგური“, - აღნიშნა "სმარტის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ზვიად მეფარიშვილმა.
მომხმარებელი, ახალი მულტიფუნქციური სივრცით კმაყოფილია და ქსელის მეტად გაფართოვების სურვილს გამოთქვამს. ოქროყანაში მცხოვრები ლალი მენაბდიშვილი, რომელიც გახსნის დღეს სუპერმარკეტს შვილიშვილთან ერთად სტუმრობდა სასიამოვნოდ გაოცებულია.
,,გარშემო მხოლოდ 1-2 მცირე ზომის მაღაზიაა, ამიტომ ეს სივრცე, ჩვენთვის, ადგილობრივებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შვილიშვილთან ერთად მოვედი და არაერთი პროდუქტი შევიძინე, ასევე ,,სმარტკაფეს” უგემრიელესი ფუნთუშებიც ვიყიდე. იმედი მაქვს, კომპანია ჩვენთან ბევრად დიდ სუპერმარკეტსაც გახსნის, რაც ძალიან გვჭირდება”, - ამბობს ადგილობრივი ,,რეზონანსთან”.
"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით იგი საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში.