რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) „ვმადლობთ უფალს, რომ ამ ეპარქიას ღირსეული მემკვიდრე ჰყავს მეუფე პეტრეს სახით", - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ჭყონდიდობის დღესასწაულზე მარტვილში ჩასულმა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, რომელმაც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.

„ის მართალი სიტყვა რაც ისმის მეუფის ბაგეებიდან, ეს ნამდვილად შესაშური და სამაგალითო არის, როგორც ღირსეული მღვდელმთავრის. მას ტკივა გული სამშობლოზე და ეკლესიაზე, სწორედ ასეთ მღვდელმთავარს ჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. არავის წინაღმდეგ არ არის მიმართული მისი სიტყვები არასოდეს, ეს არის ეკლესიის გაძლიერებისა და განწმენდისათვის", - აღნიშნა მეუფე იობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×