(რეზონანსი)საკურიერო მომსახურების კომპანიის „გლოვო"-ს კურიერის გარდაცვალებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, მას „ტოიოტა პრიუსის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის მძღოლსაც ჩაეძინა.
„პრიუსის მძღოლს მანქანა მოუსრიალდა და შეეჯახა", „როგორც მე ვიცი, მანქანის მძღოლს ჩაეძინა..." - წერენ სოციალურ ქსელში.
ინფორმაციით 2 დღის წინ, ღამის საათებში, მარჯვენა სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „გალფის" მიმდებარედ, საკურიერო მომსახურების კომპანიის „გლოვო"-ს მოტოციკლით კომპანიის კურიერი ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა.
ინფორმაციით კურიერი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შეგახსენებთ, მომხდარზე „პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო:„პრაიმტაიმი"