რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი)ყაჩაღობა მოხდა დღეს თბილისის ცენტრში, ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს და ბლაგვი საგნით სცემეს. წამება იქამდე გაგრძელდა, სანამ დაზარალებულს ფულის და ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ ათქმევინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობას წინ მუქარა უძღვოდა. 35 წლის ნატა ფუტკარაიამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მუქარის შემცველი შეტყობინება, შვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ მიიღო. თავდამსხმელებმა 12 000 ლარი და დიდი ოდენობით ოქროული წაიღეს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დამწვარი აქვს ზურგის დიდი ნაწილი და კიდურები ბლაგვი საგნით აქვს დაბეჟილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×