ეროვნული ვალუტის პერსპექტივა უახლოეს პერიოდშიც უიმედოა. ლარს უკვე ეროვნული ბანის ინტერვენციებიც ვერ შველის. სულ ცოტა ხნის წინ სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი საერთოდ ვერ გაამყარა. როგორც ჩანს, მოხერხდა მხოლოდ მკვეთრი გაუფასურების შეჩერება. წლის ბოლომდე ლარი მეტად აღარ გაუფასურდება, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს.
გასათვალისწინებელია ეკონომიკური პარამეტრებიც, კერძოდ, საგადამხდელო ბალანსში დეფიციტი 100 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. 1 კვარტალში დეფიციტი 227 მლნ დოლარი იყო, მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 127 მლნ დოლარი შეადგინა. წესით, ამ პროცესს ლარზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ კურსზე არც ამ ფაქტორმა იმოქმედა. ეს ყველაფერი გვაფიქრებს, რომ ახლო მომავალში კურსის გამყარება რეალურად ძალიან გაძნელდება, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ
თუმცა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“. მისი აზრით, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ.
„ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზი ლარი მიმართ არის პოზიტიური,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
იგივე ამბობს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავაც, რომლის შეფასებითაც კურსთან დაკავშირებით არაფერი ხდება ისეთი, "რასაც მთავრობა ვერ მოუვლის".
ნათია თურნავას თქმით, ახლახანს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოქვეყნდა და აგვისტოში საკმაოდ მაღალი, 5.8%-იანი ზრდა აღინიშნა, ხოლო 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად არ აქვს და პირიქით, ეს იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდე".
"ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დრო და დრო არის გამოწვევა განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა იკლებს დედოლარიზაციის პროცესით. არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს. აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გამყარების ტენდენცია დაიწყო", - განაცხადა თურნავამ.
ფინანსისტების პროგნოზი კი საპირისპირო და შეიძლება ითქვას, უიმედოა. ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები დაგვიანებულია და შედეგს ვერ მოიტანს. ფინანსისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გაუფასურებისკენ არის განწირული.
,,თვეების წინ ვაფრთხილებდით ეროვნულ ბანკს, რომ ლარის გასამყარებლად შესაბამისი ზომები მიეღო, თუმცა სანამ კურსი დოლართან მიმართებაში არ აიყვანეს 3,0-იან ნიშნულამდე და სარეზერვო თანხების კიდევ 40 მილიონი არ გაატანეს ქარს, არ შეიმჩნიეს. აი, ესაა არასწორი რეგულაციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სამწუაროდ, ეროვნულ ბანკს კადრებიც ასევე ნაკლებკვალიფიციური ჰყავს.
მთავრობას და სებ-ს ლარის შველა თუ უნდათ, სასწრაფოდ საფონდო ბაზარი უნდა გამოაცოცხლონ. ამ ბაზარს დღეს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. დამოუკიდებელ ბაზრად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და მცირე მეწარმეობას ამით ხელი შეეწყობა. მთავრობამაც მცირე მეურნეობების განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რადგან იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, მარტო ბოსტნეული რომ ავიღოთ, 80% ახლო ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, რაც საგანგაშოა.
რაც შეეხება უშუალოდ კურსს, თუ არ გადაიდგმევა ნაბიჯები და არ შექმნიან დადებით მოლოდინს, ლარის გაუფასურებისთვის არის განწირული. ნოემბრის ბოლოს კურსი, ალბათ 2,85-მდე ჩამოვა, ესეც იმპორტის შემცირების ხარჯზე, ექსპორტის ზრდას თუ ჩავხედავთ, მადნეულებზე მოდის, რაც ეკონომიკაში დადებით მოლოდინს ვერ ჩამოაყალიბებს. რეალური უმუშევრობა მაღალია, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ამას ენდობა სებ-ი და დაგვიანებით იღებს გადაწყვეტილებებს.
ინტერვენციები გაცილებით ადრე უნდა განეხორციელებინათ და ყოველკვირეულად, სულ მცირე, 6-7 მლნ დოლარის ფარგლებში გამოეტანათ გასაყიდად, რაც არ გააკეთეს და საბოლოოდ ეროვნული ვალუტა გაწირეს", - განუცხადა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს".
ლარის კურსის პერსპექტივას უიმედოდ მიიჩნევს "ფიემსის" კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი ხიშტოვანი. ახლა ეკონომიკური პარამეტრების მიღმა დარჩენილ ლარს ინტერვენციებითაც ვეღარ შველიან, ამიტომ წლის ბოლომდე კურსი ვერ გამყარდება, თუმცა გაუფასურების პროცესს შეაჩერებენ.
,,დღესდღეობით ყველა ეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია - გზავნილების მოცულობა მატულობს, ტურიზმის სფეროშიც ზრდაა, იმპორტი შემცირდა. სამივე ეს ფაქტორი ქმნის წინაპირობას, რომ კურსი გამყარდეს, მაგრამ ასე არ ხდება. შესაბამისად, მოლოდინიც ნეგატიურია, რაც გვაფიქრებს, რომ წლის ბოლომდე ლარს ვერ გაამყარებენ. ამჟამინდელი კურსი შენარჩუნდება, მეტად აღარ გაუფასურდება ლარი, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს.
მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშიც, მაგრამ სავალუტო კრიზისი მაინც გრძელდებოდა. ბოლო დროს ყველაფერი გააკეთეს, რომ კურსი 3,0-იან ნიშნულს არ გასცდენოდა. ეს საფრთხე იყო, მაგრამ პროცესი შეაჩერეს. სამომავლოდაც, კურსს თუკი დაბლა ვერ ჩამოსწევენ, ინტერვენციების განმეორება მოუწევთ, მაგრამ საეჭვოა, ამან მდგომარეობა შეცვალოს", - აღნიშნავს ხიშტოვანი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ლარის კურსი კბილებით უჭირავთ, ჯერჯერობით მისი გამყარება გამორიცხულია
`სანამ კურსი დოლართან მიმართებაში 3,0-იან ნიშნულამდე არ აიყვანეს და 40 მილიონი ქარს არ გაატანეს, ყური არ შეიბერტყეს"
ირაკლი ლომიძე