რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)თბილისსა და ახალციხეში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მათ ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. საუბარია ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს გავლენიანი „კანონიერი ქურდი" ედუარდ ასატრიანი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ასატრინას" მეტსახელით იცნობენ.

კანონიერი ქურდის" სტატუსს ფლობს ედაურდ ასატრიანის ვაჟი სერგეი ასატრიანიც. ასატრიანებით წარმოშობით რუსთავიდან არიან.

„პრაიმტაიმი" დეტალებთს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×