რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)პარლემენტში "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გიგა ბოკერიას და "ევროპული საქართველოს" წევრებს დაუპირისპირდა.

"სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა. გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ," - მიმართა ადა მარშანიამ ბოკერიას, რომელმაც "მუხროვანის ამბიხზე" ისაუბრა.

"ჩვენც გვიჭირს, რომ პუტინის ხალხი გვიზიხართ უკან"- განაცხადა ბოკერიამ მარშანიას საპასუხოდ.

ამის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "ქართულ ოცნებას" მიმართა:

"თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,"- მიმართა ადა მარშანიამ უმრავლესობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×