რეზონანსი
02.10.2019

  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×