რეზონანსი
02.10.2019

  ბათუმში, თამარის დასახლებაში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ინფორმაციით, ქურდებმა ქალს პირი აუკრეს, სახლიდან კი ძვირფასი ნივთები წაიღეს. მას შემდეგ რაც მძარცველები სახლიდან წავიდნენ დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევა კვირას შუადღისას მოხდა. მეზობლების თქმით, სახლში სამი პირი შევიდა. ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგონიათ.

მათივე ცნობით, სახლიდან მძარცველებმა ოქროს ნივთები და ფული წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში შეღწევას და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიება კი გრძელდება.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×