რეზონანსი
03.10.2019

 როდის გადმოასვენებენ საქართველოში უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლულ საქართველოს მოქალაქეს, შოთა ჭიჭიაშვილს ჯერ უცნობია. ჭიჭიაშვილის ნათესავებს მის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე და უკრაინაში ყოფნის მიზეზზე საუბარი უჭირთ.

ადამიანთა გატაცებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო შოთა ჭიჭიაშვილს 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

ჭიჭიაშვილი უკრაინაში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად იყო ცნობილი. მისი სახელი არაერთ კრიმინალურ ისტორიას უკავშირდება. მათ შორის არის შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა, ყაჩაღობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, პანკისში, წლების წინ მომხდარი გატაცებები.

შოთა ჭიჭიაშვილმა სპეცრაზმს შეირაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კიევის პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს თავდაპირველად დანებება მოსთხოვეს, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და სამართალდამცავების მისამართით ორი იარაღიდან ისროლა, საპასუხო სროლისას კი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა.

(რუსთავი2)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×