რეზონანსი
03.10.2019

   (რეზონანსი) ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის სიტყვებს ეხმაურება:

"ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან ერთად 

14 თვის განმავლობაში მომიწია მუშაობა...

შემიძლია ვთქვა, რომ საოცხოო ბუნების, პასუხისმგებლობის მქონე და საქმეში (რაც ევალებოდა) კვალიფიციური ადამიანია.

არ არსებობს რაიმე პარამეტრი, რომელიც ბატონ მამუკა ხაზარაძეს ოდნავ მაინც უკეთესი ჰქონდეს, ვიდრე ქალბატონ მაიას, ხოლო ბ-ნი მამუკას განცხადება არანაირ ნორმალურ შეფასებაში არ ჯდება!

აქედან მოკლე დასკვნა:

არ გამოვა ბატონი მამუკასგან პოლიტიკოსი, - გამორიცხულია... რასაც აკეთებდა, უმჯობესი იყო გაეგრძელებინა, რადგან მისი მდგომარეობა მას წონას აძლევდა... პოლიტიკა მას სრულ უწონო მდგომარეობამდე მიიყვანს...”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×