მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:34-დან 21:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ენერგიის მმართველი პლანეტის – მარსის 19 ნოემბრამდე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დათმობაზე წასვლის, კომპრომისის უნარს, დიპლომატიას და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სურვილს, მეორეს მხრივ, ეჭვიანობას და ორჭოფობას, უყაირათობას და ფულის ფუჭად ხარჯვის სურვილს გააძლიერებს.
სასიკეთო დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უცხოელებთან ახალი კონტაქტების დასამყარებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.
კარგი დღეა მასაჟისა და მანუალური თერაპიისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართბეთ ვერძს, კირჩხიბს და თხის რქას, რომელთაც განსაკუთრებით მწვავედ შეაწუხებთ ხერხემლის პრობლემები.
წარმატებული დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე