რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შეიძლება, პოზიტიურ ფაქტად ჩაითვალოს.

ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის აღდგება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შემდეგი პასუხი გასცა:

„როდესაც გახდება ცხადი, რომ სიტუაცია აგრესიულ კალაპოტში აღარ დაბრუნდება. შეიძლება, აღინიშნოს კომუნიკაციის პირველი მაგალითი. თქვენ იცით ორი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში შედგა. ეს პოზიციტიური ფაქტია. ამასთან ერთად, საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი შეხვედრას აგრესიულად შეხვდა, მაგრამ ახლა მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ზუსტად ეს მომენტი, რომელის ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×