რეზონანსი
04.10.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოში მომხდარი ორმაგი ტრაგედიის დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 70 წლის ჯემალ ივანელაშვილი, რომელიც ქალაქის ცენტრში ხორცის მაღაზიას ფლობდა. მკვლელობა სწორედ მაღაზიასთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მკვლელმა, 67 წლის შოთა დარბაისელმა საგარეჯოს ცენტრში იმავე იარაღით თავი მოიკლა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მოკლულის ერთ-ერთი ახლობლის თქმით კი, დარბაისელსა და ივანელაშვილს შორის კონფლიქტი 1998-99 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ.

მომხდარის შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×