თამარ შუკვანი
05.10.2019

 „თუკი მხოლოდ სამართლებრივად ვიმსჯელებთ, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი (ნიკა გვარამიას წინააღმდეგ) არ არსებობს. ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განსახილველი არ არის. უახლოეს პერიოდში ამ საქმეს ვერ მოსცილდება ის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც აქვს როგორც ქვეყნის შიგნითб ასევე მის გარეთ," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი ლევან ალაფიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავების შესახებ საუბრისას.

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ფეისბუქგვერდზე" წერს, რომ ელოდება ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას.

ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივად დღეს გვარამიას დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს, თუმცა, გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორი;

„ნიკა გვარამიას არა იმდენად სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გარემოზე მსჯელობისას, ძნელია გამოირიცხოს ის ეჭვები, რომელიც „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით წლებია უკვე გრძელდება - ხელისუფლების პოლიტიკური დაინტერესება ამ მედიაგაერთიანების, ხელმძღვანელების თუ მონაწილეების მიმართ.

„დაკავების საფუძვლები მკაფიოდ არის გაწერილი საპროცესო კანონდებლობაში. ეს არის მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე გავლენის ალბათობა, სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე. როგორც ვხედავთ, ამ ხნის განმავლობაში, რაც გამოძიება მიდის, არცერთი ამ საფუძვლეთაგანი არ არსებობს. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ უკვე გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება და ეს დარღვეული არ აქვს - მან გირაო გადაიხადა," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×