რეზონანსი
05.10.2019

  ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა.

ინფორმაციას ამის შესახებ, "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

გია წულუკიძის თქმით, სხეულზე საწვავი გადაისხა, პოლიციის ჩარევის შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე დროებით უარი თქვა. იგი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გამოკითხეს.

პროტესტის მიზეზად მოქალაქე სოციალური შემწეობის მოხსნას ასახელებს, ამბობს, რომ სამუშაოს ვერ პოულობს, ბოლო პერიოდში მისთვის განკუთვნილი 60-ლარიანი შემწეობა კი მოუხსნეს.

სააგენტოში მიზეზად შრომისუნარიანობას ასახელებენ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×