რეზონანსი
05.10.2019

  პრეზიდენტის მიერ შეწყალების სკანდალი გრძელდება - აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ" - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×