რეზონანსი
05.10.2019

  საქართველოს ექსპრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე. ნუ ყველას თავისი გემოვნება აქვს და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია. პირველ რიგში ამ ხალხის თავდადებაზე, პატრიოტიზმზე და იდეალიზმზე დგას ნაციონალური მოძრაობაც და ქვეყანაც, ამდენი წელია ისინი განიცდიან შევიწროვებას, დამცირებას, რეპრესიებს და არავისი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირთ. მათი გამოცხადება ბელადომანებად და ბნელებად მხოლოდ ამ გამომცხადებლების პირად კომპლექსებზე და არცთუ დიდ ინტელექტზე მეტყველებს. საქმეს მიხედეთ, საქმეს! საქართველოში უნდა გათენდეს!"

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×