
(რეზონანსი) გია ყანჩელის დაკრძალვის ცერემონიას მსახიობი მურმან ჯინორიაც დაესწრო. მან კომპოზიტორთან ერთად მუშაობის დრო გაიხსენა და აღნიშნა რომ ის არამხოლოდ გენიალური მუსიკოსი, არამედ ღირსეული ადამიანი იყო. "მთავარი რაც გია ყანჩელზე მახსენდება ეს არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული ხელოვანი, ღირსეული ქართველი, მეამაყებოდა მისი, როგორ შეეძლო მისი მუსიკით მოეხიბლა ყველა.
"თითქოს ძალიან მოღუშული მაგრამ უთბილესი გულის კაცი იყო. აი ასეთი ადამიანებით, ხელოვნება არსად არ დაიკარგება", - აღნიშნა მურმან ჯინორიამ.
გია ყანჩელი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე