რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ცხედარს ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი 2 ოქტომბერს სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ჭიჭიაშვილი 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მანამდე შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×