რეზონანსი
05.10.2019

(რეზონანსი) ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

"ქართულ ოცნებას კვირაში ცხრა პარასკევი და ალბათ 29 სტანდარტი აქვს.

ხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო - დაადანაშაულეს სექსიზმში, ქალთაუფლებების დარღვევაში და ა.შ.

და რა ხდება ახლა? ქოცმა დეპუტატმა საკუთარი თაშემწის გაუპატიურება სცადა, მასზე ფიზიკურად იძალადა, ქალი შველას ითხოვს, სამართალს ეძებს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე იყო!

გოდებდა ყველა - დაწყებული ქოცი მინისტრებიდან, დეპუტატებიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით და მოხალისე მხარდამჭერებით! ნიუს ნიუსზე აცხობდნენ ხელისუფელების მიერ ნაკვები სააგენტოები და ფეიჯები. ახლა? არავისგან ჩამი-ჩუმი! პასუხი ერთი - დაველოდოთ გამოძიებას.

ის ვინც შენიშვნას იმსახურებს არაკორექტული განცხადების გამო, ანათემას გადასცა ქოც-საზოგადოებამ - ბულინგის მასტერკლასი ჩაუტარა და ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, არც დაუკითხავს ხელისუფლებას! მის მხარდამჭერებს კი არც გაუკიცხავთ!

ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“ - წერს ნიკა მელია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×