რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) „უკრაინაში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოდან წასულ პოლიტიკოსებზე აგროვებდა ინფორმაციას - ამაზე უკრაინაში საგანგებოდ ჩასული ოპოზიციონერი ლიდერი, ხატია დეკანოიძე საუბრობს.

როგორც ის განმარტავს, ჭიჭიაშვილს სპეცოპერაციის მომენტში ჰქონდა ე.წ. კოხის ხელყუმბარა. როგორც განმარტავენ, აღნიშნული საბრძოლო მასალა სპეცსამსახურების აღჭურვულობაშია და ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ჭიჭიაშვილი რუსული სპეცსამსახურის დაკვეთას ასრულებდა.

დაახლოებით იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა." - ნათქვამია განცხადებაში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×