(რეზონანსი) „ეს არ არის ქრისტიანული ქვეყანა", - ასე ეხმაურება დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, „ქართული ოცნების" დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს.
„ეს არ არის ქრისტიანული ქვეყანა. ესაა უღმერთო და უსჯულო ქვეყანა, სადაც ძალადობა და უსამართლობა ყვავის, და ვისაც ევალება ამხილოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ჩუმადაა", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.
ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დღეს ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, თამთა თოდაძე გამოკითხეს. მან პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე