რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

როგორც კლინიკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ილია ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×