(რეზონანსი) 26 წლის ბიჭი, რომელიც ქალს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა ლევან მენაბდიშვილია.
ბიჭმა ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო გოგონა, რომელმაც ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუგზავნა. მამაკაცი გოგონას სწორედ აღნიშნული ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდა.
მენაბდიშვილი ცხოვრობდა სოფელ ტინისხიდში, მშობლებთან და ძმებთან ერთად.
სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 4 ოქომბერს სპეცოპერაციის შედეგად მენაბდიშვილი ძმებთან ერთად დააკავეს, რათა ვერ მოახერხეს ბრალდებულის იდენტიფიცირება. მოგვიანებით კიმენაბდიშვილის ძმები გაათავისუფლეს.
სოფელში ბრალდებულის ოჯახს დადებითად ახასიათებენ, მუშაობდა სალონში სტილისტად, ჰყავდა საცოლე და დაქორწინებას აპირებდა.
საქმეს გორის პოლიცია იძიებს, გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ნიუპოსტი