რეზონანსი
06.10.2019

(რეზონანსი) კიევში, მთავარ მოედანზე აქცია „შტაინმაიერის ფორმულის “ საწინააღმდეგო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ლოზუნგებით „შევაჩეროთ კაპიტულაცია“. 

აქციას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. დემონსტრანტები პრეზიდენტის ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. მსგავსი აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

მომიტინგეების პროტესტის მიზეზი ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულა“ გახდა, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ოქტომბერს მოაწერა ხელი.

ე.წ „შტაინმაიერის ფორმულის“ მიხედვით „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და, ასევე, ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×