
(რეზონანსი) ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი 35 წლის მამაკაცის მდგომარება ძალიან მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჯერ ლისის ტბაზე დაჭრეს, შემდეგ კი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
გოჩა ვეფხვაძის ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დაჭრილი უცხოეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, საზღვარგარეთ გამგზავრების წინ მას ანალოგიური შემთხვევა გადახდა.
მედიკოსების თქმით, მას გული გაუჩერდა თუმცა მისი ამუშავება შეძლეს და ახლა უტარდება ქირურგიული ჩარევა.
"აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, რომლებიც სავარაუდოდ მიყენებული იყო ცივი და ცეცხლსასროლი იარაღებით, შემოყვანისას მდაფიქსირდა გულის გაჩერება, თუმცა ჩვენმა ბრიგადამ შეძლო ამუშავება და გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში" - განაცხადა ექიმმა.