რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) ჩინური საგზაო-სამშენებლო კომპანიის ხაშურელი თანამშრომელი 41 წლის თამაზ ჩარექიშვილი გვიან ღამით მუშაობის დროს დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, თამაზ ჩარექიშვილს კომპანიის სატვირთო მანქანა დაეჯახა და დაიღუპა.

"პოლიციამ მითხრა, რომ თქვენი შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდაო, იმ კომპანიის მანქანა დაჯახებია, სადაც მუშაობს და ადგილზე მომიკვდა შვილი",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ "რეგიონულ კვირასთან".

სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ანონიმური წყარო, როგორ წყარო "რეგიონული კვირასთან" ამბობს, სატვირთო ავტომობილი ჩარექიშვილს განზრახ დაეჯახა.

"ეგენი ისეთები არიან მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ზუსტად ვიცი რომ იმ დიდი მანქანის საჭესთან ჩინელი მძღოლი იჯდა, რომ "დაზადნა" მანქანა გადაატარა ამ საცოდავს და იქვე მოკვდა", - ამბობს წყარო, რომელმაც საკუთარი სახელის გაჟღერება არ ისურვა.

მომხდარის შესახებ, კომპანია "შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფში" კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმის მოკვლევა სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×